ბელგიელმა პოლიციელებმა სოციალური ქსელებიდან თავიანთი სურათებისა და გვერდების გაუქმება დაიწყეს.
ამის მიზეზი გახდა ე. წ. ,,ისლამური სახელმწიფოს" ცალკეული დაჯგუფების წევრთა შეტყობინებები, რომელთაც ბელგიელ სამართალდამცავებს სოციალური ქსელების მეშვეობით უგზავნიდნენ და მათი და მათი ოჯახის წევრების ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ.
ამის შესახებ გაზეთი ,,La Dernire Heure" იუწყება.
მსგავსი სახის მუქარის შესახებ ინფორმაციას არც ბელგიის ფედერალური პოლიცია და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, თუმცა გაზეთიც ცნობით, ბელგიის სამეფოს პოლიციის ანტიტერორისტულ ქვედანაყოფებში ,,ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან გარკვეული მუქარა დაადასტურეს.
მასალის გამოყენების პირობები