საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის ,,სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე რუსულმა კლუბმა შეიძლება ზამთრის ტრანსფერების დროს არენდით სხვა გუნდს გადასცეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ,,სპარტაკის" მესვეურები ამ მიმართულებით მოლაპარაკებას უკვე რამდენიმე კლუბთან აწარმოებენ და მზად არიან, ქართველ ფეხბურთელს შეელიონ.
მიმდინარე სეზონზე ანანიძემ რუსეთის ჩემპიონატის 7 მატჩში ითამაშა. შემოდგომაზე მას ,,სპარტაკის" მწვრთნელთან მურატ იაკინთან უთანხმოება მოუვიდა, რის გამოც კლუბის დუბლიორთა შემადგენლობაში გადასვლამ მოუწია.
მოგვიანებით იაკინმა ის ისევ ძირითად შემადგენლობაში ჩასვა და თამაშების განაცხადშიც შეიყვანა.
სულ ,,სპარტაკის" შემადგენლობაში ქართველ ნახევარმცველს 90 მატჩი აქვს ნათამაშევი და 11 გოლი - გატანილი.
მასალის გამოყენების პირობები