რუსეთის გენერალური პროკურორის იური ჩაიკას განცხადებით, უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს მათთვის მოსკოვში მყოფი თავიანთი ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გადაცემა არ მოუთხოვიათ.
,,მათგან მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, ჩვენ გადავხედავთ რუსეთის კანონმდებლობასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებს. " - აღნიშნა ჩაიკამ რუსულ გამოცემასთან საუბარში.
ასეთი ფორმით გამოეპასუხა ის უკრაინის გენერალური პროკურორის ვიტალი იარემას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მოსკოვი რეაგირების გარეშე ტოვებს მათ მოთხოვნებს რუსეთში გაქცეული ყოფილი უკრაინელი ჩინოვნიკების ექსტრადირებასთან დაკავშირებით.
იარემას თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ ძებნა 22 ყოფილ ჩინოვნიკზე გამოაცხადა.
მათ წინააღმდეგ სახელმწიფო ქონების მითვისების, ფინანსური მაქინაციების, მიწების მიტაცებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით არის საქმეები აღძრული.
მასალის გამოყენების პირობები