მოსკოვი დასავლეთის სანქციების მოხსნის სანაცვლოდ არანაირ კრიტერიუმებს არ განიხილავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლატვიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "სანქციები ჩვენ არ დაგვიწესებია. ჩვენ არ აგვიმოქმედებია სანქციების სპირალი, რომლმაც ბრუნვა დაიწყო. ჩვენ მოგვიწოდებდნენ მათი კრიტერიუმები დაგვეკმაყოფილებინა და სანქციების მოხსნას მხოლოდ ამ შემთხვევაში გვპირდებოდნენ, მაგრამ ჩვენ ამ საკითხს არ განვიხილავთ. რა თქმა უნდა, სანქციებით ყველა ზარალდება და მათ შორის, ჩვენც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლას პლიუსებით შევძლებთ,"-განაცხადა რუსეთის პირველმა დიპლომატმა.
მასალის გამოყენების პირობები