უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი აცხადებს, რომ ინტერპოლის სპეციალურმა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტზე ვიქტორ იანუკოვიჩზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს.
ავაკოვის თქმით, ინტერპოლი ძებნას აცხადებს იანუკოვიჩის შვილზე, ალექსანდრე იანუკოვიჩზე, ასევე, ექს-პრემიერ ნიკოლაი აზაროვსა და სხვა ყოფილ ჩინოვნიკებზე.
შინაგან საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ ინტერპოლმა ასეთი გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლების მიმართვის შემდეგ მიიღო.
თავის მხრივ, ინტრეპოლის განცხადებაში ნათქვამია, რომ იანუკოვიჩს ბრალი ედება სახელმწიფო ქონების მითვისებასა და გაფლანგვაში.
ცოტა ხნით ადრე რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობისგან იანუკოვიჩისა და რუსეთში მყოფი სხვა ყოფილი უკრაინელი ჩინოვნიკის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა აქამდე არ მიუღიათ.
მასალის გამოყენების პირობები