დონბასელი სეპარატისტები კიევს ზავის დარღვევაში ადანაშაულებენ. საგანგებო განცხადება დონეცკის დეფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა ალექსანდრ ზახარჩეკომ გააკეთა. მისივე თქმით, უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკების გაგრძელებას აზრი არ აქვს, რადგანაც კიევი მინსკის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს. სეპარატისტთა მტკიცებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინული პოზიციებიდან ცეცხლი დონეცკის მიმართულებით რამდენჯერმე გაიხსნა, დეფაქტო თავდაცვის მინისტრის, იგორ სტრელკოვის მტკიცებით კი ზავის რეჟიმი დონბასში პრაქტიკულად აღარ მოქმედებს.