პალესტინის საფეხბურთო ნაკრებმა პირველი საერთაშორისო შეხვედრა გამართა. აზიის თასის გათამაშებაში პალესტინელები იაპონელებს შეხვდნენ და ანგარიშით 0:4 დამარცხდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ავტონომიის ნაკრების მცველმა ტამერ სალაჰმა განაცხადა, იაპონელებთან დამარცხებას გუნდი არ გაუნაწყენებია, რადგანაც მათთვის მთავარი არა გამარჯვება, არამედ ტურნირში მონაწილეობა იყო. შემდეგ შეხვედრებს პალესტინა ერაყისა და იორდანიის ეროვნულ ნაკრებებთან გამართავს.
მასალის გამოყენების პირობები