უკრაინელმა მფრინავმა ქალმა ნადეჟდა სავჩენკომ შიმშილობის შედეგად 12 კილოგრამი დაკარგა. ამის შესახებ რუსეთის ტყვეობაში მყოფი განსასჯელის ადვოკატებმა განაცხადეს. მათივე თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, სავჩენკო შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და იმედოვნებს, რომ მისი ბედი ასტანაში 26 იანვარს დაგეგმილ "ნორმანდიული ფორმატის" შეხვედრაზე გადაწყდება. ნადეჟდა სავჩენკო რუსებმა დონბასის ტერიტორიაზე დაატყვევეს და ბრალად რუსი ჟურნალისტების მკვლელობა წაუყენეს. განსასჯელი პროტესტის ნიშნად 15 დეკემბრიდან შიმშილობს.
მასალის გამოყენების პირობები