ბარაქ ობამა ინდოეთში ვიზიტისთვის ემზადება. დელიში თეთრი სახლის ლიდერი რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმს დაესწრება. ვიზიტი 24 იანვრისთვის იგეგმება. აშშ პრეზიდენტის უსაფრთხოებას ინდოელი პოლიციელების გარდა ამერიკული სპეცსამსახურების ასობით თანამშრომელი დაიცავს. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღება პარიზის ტერაქტებს უკავშირდება, რომლის მსხვერპლთა ხსოვნასაც ობამამ პატივი ვაშინგტონში, საფრანგეთის საელჩოში მიაგო. პარიზში გამართულ "ერთობის მარშს" კი აშშ პრეზიდენტი არ დასწრებია.
მასალის გამოყენების პირობები