საფრანგეთის პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ-მინისტრს პარიზში ჩასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა. ამის შესახებ ებრაული გამოცემა „ჰაარეცი" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ებრაულ მხარეს შესაბამისი მოთხოვნა ფრანსუა ოლანდის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჟაკ ოდიბერმა გაუგზავნა, რაზეც ისრაელის მხარემ თავდაპირველად თანხმობა განაცხადა, თუმცა მოგვიანებით ნეთანიაჰუმ პოზიცია შეიცვალა და პარიზში „ერთობის მარშში" მონაწილეობის მისაღებად მაინც ჩავიდა.
მასალის გამოყენების პირობები