მასშტაბური სპეცოპერაცია ბელარუსში. უშიშროების სამსახურმა 10-მდე მუსლიმი სალაფისტი დააკავა, რომლებმაც ერთ-ერთი არაბული ექსტრემისტული ორგანიზაციის გავლენით რელიგიური საზოგადოება დააარსეს. ოფიციალური მინსკის განმარტებით, ორგანიზაციის იდეოლოგია სხვა რელიგიური მიმდინარეობების შეუწყნარებლობასა და ჯიჰადზეა აგებული, რასაც ბელარუსის კანონმდებლობა კრძალავს. დაკავებული უცხოეთის მოქალაქეების ნაწილი ქვეყნიდან უკვე გააძევეს.
მასალის გამოყენების პირობები