ბარაკ ობამას პარიზში არჩასვლის გამო აკრიტიკებენ. ვრცელი სტატია „ფორბსში" პუბლიცისტმა რიკ უნგარმა გამოაქვეყნა. „დღეიდან შეერთებულ შტატებს აღიქვამენ მსოფლიო მოთამაშედ, რომელიც პარიზის აქციაზე არ იყო წარმოდგენილი. პირადად მე, ჟურნალისტს, რომელსაც ადრე ობამა არასდროს გამიკრიტიკებია, ვაცხადებ, რომ თეთრი სახლის ლიდერის ამ ნაბიჯით საერთაშორისო არენაზე შეერთებულმა შტატებმა დიდი მარცხი განიცადა,"-წერს ჟურნალისტი. პარიზში გამართულ „ერთობის მარშში" ამერიკულ დელეგაციას გენერალური პროკურორი ერიკ ჰოლდერი წარმოადგენდა.
მასალის გამოყენების პირობები