რამზან კადიროვი იმ დასავლური გამოცემებისგან, რომლებიც ისლამურ რელიგიას შეურაცხყოფენ, საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს. "მსოფლიოსთვის გაცილებით მნიშვნელოვანია მშვიდობა და სტაბილობა, ვიდრე ადამიანტა მცირე ჯგუფისთვის მუჰამედ წინასწარმეტყველის შეურაცხყოფის უფლების მიცემა. ტერორიზმი ნებისმიერ შემთხვევაში დასაგმობია, თუმცა მსოფლიო სოლიდარობას არამხოლოდ ფრანგ, არამედ ავღანელ, სირიელ, ეგვიპტელ, ლიბიელ, იემენელ და ერაყელ ხალხსაც უნდა უცხადებდეს, სადაც ტერაქტების შედეგად ადამიანები ყოველდღიურად იღუპებიან,"-განაცხადა ჩეჩნეთის ლიდერმა.
მასალის გამოყენების პირობები