მადრიდი შენგენის შეთანხმების გადახედვის ინიციატივით გამოდის. საგანგებო განცხადება ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გაკეთა. "ჩვენ მხარს ვუჭერთ შენგენის ზონის წევრ ქვეყნებს შორის სასაზღვრო კონტროლის დაწესებას, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ ისლამისტებისგან მომდინარე საფრთხეები თავიდან ავიცილოთ,"-განაცხადა ხორხე ფერნანდეს დიასმა. ესპანეთის შს მინისტრის განცხადებით, მადრიდის ინიციატივა პარიზში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს უკავშირდება.
მასალის გამოყენების პირობები