პირველად ქვეყნის ისტორიაში- ხორვატიის პრეზიდენტი ქალი გახდა. საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა არჩევნების მეორე ტური მცირე უპირატესობით მოიგო. მოქმედი პრეზიდენტი ივო იოსიპოვიჩი მან ერთპროცენტიანი უპირატესობით დაამარცხა. არჩევნების საბოლოო შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია დღის ბოლომდე გამოაქვეყნებს. იოსიპოვიჩმა დამარცხება უკვე აღიარა.
მასალის გამოყენების პირობები