დღეს, 12 იანვარს, 12:00 საათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სალომე ჯორბენაძის მკვლელობის საქმის განხილვა გაიმართება. სასამართლო პროცესზე დაზარალებულის ინტერესებს საია იცავს.
შეგახსენებთ, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში, სალომე ჯორბენაძე ყოფილმა მეუღლემ, შსს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა სერგი საცერაძემ სამსახურებრივი საშტატო იარაღით მოკლა.
სერგი საცერაძეს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების - განზრახ მკვლელობის ჩადენა