პარიზში ერთიანობის მარში მიმდინარეობს, რომელიც ბოლო დღეებში ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპულთა სოლიდარობის ნიშნად იქნა ორგანიზებული.
სხვადასხვა მონაცემებით, მარშში მილიონამდე ადამიანი, მათ შორის, მსოფლიოს 40 -მდე ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს.
პარიზში, რესპუბლიკის მოედნის გარდა, ათასობით დემონსტრანტია შეკრებული ბასტილიისა და სხვა მოედნებზე.
მანიფესტაციაში სხვადასხვა ასაკის, ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობის ადამიანი მონაწილეობს.
ერთიანობის მარშში საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს.