საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კოალიცია ,,ქართული ოცნების" დეპუტატის გედევან ფოფხაძის ინიციატივას სამართალდამცველებისთვის საქმიანობის გამარტივებად აფასებს.
,,საია უარყოფითად აფასებს აღნიშნულ ცვლილებას და მიზანშეწონილად არ მიგვაჩია მასი განხორციელება. ჩხრეკა, ამოღება, არის ისეთი მოქმედება, რომელიც ინტენსიურ ჩარევას წარმოადგენს ადამიანის უფლებების პირად სივრცეში და აუცილებელია, ამ დროს მაქსიმალურად დაცული იყოს და ადამიანს ჰქონდეს გარანტიები, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ბოროტად არ იყოს გამოყენებული კანონით მინიჭებული უფლება. რისკები იმისა, რომ მოხდება სამართალამცავების მხრიდან თვითნებობა და აპელირება იმაზე, რომ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა ჩხრეკის ჩასატარებლად და ამით გაიიოლებენ საქმეს და არც სასამრთლოს განჩინება დასჭირდებათ, არც დადგენილება და ყოველგვარი საპროცესო დოკუმენტის შედგენის გარეშე, განახორციელებენ ჩხრეკას არის საკმაოდ მაღალი. რა თქმა უნდა, შესაძლოა ამ ცვლილებამ პრაქტიკაში არანაირი დარღვევა არ გამოიწვიოს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ არ ვცხოვრობთ ისეთი ქვეყანაში, სადაც ყველა ზედმიწევნით ასრულებს კანონს. Aამიტომ, როცა საკანონმდებლო ცვლილებას ვიხილავთ, აუცილებელია, მოვარგოთ არსებულ რეალობას და ვიმოქმედოთ იმ რისკების გათვალისწინებით რაც შესაძლოა გამოიწვიოს.Aამიტომ აღნიშნულ ინიციატივა ვაფასებთ, სამართალდამცველებისთვის საქმიანობის გამარტივებად, რომელმაც, შესაძლოა, სერიოზული რისკები და დარღვევები გამოიწვიოს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ანა ნაცვლიშვილმა.
მისივე განმარტებით, გადაუდებელ ჩრეკასთან დაკავშირებით თუ მოქმედი ნორმა გაუქმდება, მაშინ მოქალაქეს გაუჭირდება იდავოს ჰქონდა თუ არა სამართლადამცველის მხრიდან მის მიმართ არამართლზომიერ ქმედებას ადგილი.
,,ის რომ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით იგეგმება, უფრო მეტ კითხვას აჩენს. საია არ მიესალმება სსკ-ში ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდეს დაქარებული წესით. Aამას სჭირდება განხილვა, არგუმენტების მოსმენა, სამოქალაქო საზოგადოების აზრის მოსმენა და არა ნაუცბათევად კანონის შეცლა", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ანა ნაცლიშვილმა.
მისივე განმარტებით, საია აქტიურად ჩაერთვება კანონპროექტის განხილვაში.