მომდევნო დღეებში საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყინვის ინტენსიობა შემცირდება, თუმცა ზვავსაშიშროება 12, 13, 14 იანვარს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოსი კვლავ შენარჩუნდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გარემოს დაცვის სამინისტროს სინოპტიკოსმა ნინო წვერავამ განაცხადა ხვალ, 12 იანვარს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა და ქარბუქი.
,,ზვავსაშიშროება 12, 13 14 იანვარს შენარჩუნდება როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ხვალ, 12 იანვარს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მთაში მოთოვს, მოსალოდნელია ქარბუქი. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს აქაც ჩრდილომაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა და ქარბუქი", -განაცხადა წვერავამ.
მისივე განმარტებით, 13 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია, წვიმა, მთაში თოვა. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება ნალექი წვიმის, მთაში თოვლის სახით. თბილისში დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია წვიმა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სინოპტიკოსმა ნინო წვერავამ განმარტა მომდევნო დღეების განმავლობაში ყინვაა შემცირდება.
,, ყინვის ინტენსიობა შემცირდება. Dდასავლეთ საქართველოში ღამის ტემპერატურა +1, +6 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება, დღის ტემპერატურა კი 6, 11 გრადუსს მიაღწევს. მაღალ მთაში ღამის საათებში -2, -7 ყინვას ველოდებით, დღის ტემპერატურაა კი -3, +2 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს დღისით ჰაერი, +5, +10 , გარადუსამდე გათბება, ხოლო ღამით -4, 1 გრადუს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა, მთაში ღამით -8, -3 გრადუსს ყინვას ველოდებით, ხოლო დღის ტემპერატურა 0, +5 გრადუსს მიაღწევს. მაღალ მთაში ღამით, -12, -7 გრადუსი ყინვა შენარჩუნდება, ხოლო დღისით ჰაერი ღამით -5, 0 გრადუსამდე გათბება", _განაცხადა ნინო წვერავამ.