თვითმფრინავის ძირითადი ნაწილის მსგავსი ობიექტი ლოკატორებმა ზღვის ფსკერის სკანირებიასას აღმოაჩინეს.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციების ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ ბორტის სიახლოვეს ,,შავ ყუთსაც" იპოვიან.
,,ზღვის ფსკერის სკანირებისას აღმოჩენილი ობიექტი, სავარუდოდ ,,ეარ აზიას" თვითმფრინავის ბორტია და დიდია იმის ალბათობა, რომ ,,შავი ყუთიც" სადმე მის ახლოს იქნება." - განუცხადა ჟურნალისტებს სამძებრო სამუშაოების კოორდინატორმა.
შეგახსენებთ, რომ მალაიზიური ავიაკომპანია ,,ეარ აზიას" კუთვნილი ლაინერი ,,აირბუს A20-200," რომელიც 28 დეკემბერს ინდონეზიის ქალაქ სურაბაიდან სინგაპურში მიფრინავდა, რადარებიდან გაქრა. მოგვიანებით, მისი ნამსხვრევები იავას ზღვაში აღმოაჩინეს.
თვითმფრინავის კორპუსის და დაღუპული მგზავრების მოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
ავიალაინერის ბორტზე 155 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა.
მასალის გამოყენების პირობები