პაკისტანის ქალაქ კარაჩთან მგზავრებით სავსე ავტობუსი საპირისპირო გზაზე მოძრავ ბენზიმზიდს შეეჯეხა, რის შემდეგაც ორივე სატრანსპორტო საშუალებას ცეცხლის გაუჩნდა.
კატასტროფის შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა, თუმცა კარაჩის საავადმყოფოს მედპერსონალის ცნობით, მათი რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, ვინაიდან ყველა ცხედარი ბოლომდეა დამწვარი და ზოგიერთები ცეცხლისგან ერთმანეთს არის მიკრული.
ექიმების განმარტებით, გვამების იდენტიფიცირება მხოლოდ დეენემის ანალიზის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ ტრაგედიას ცოცხლად მხოლოდ ავტობუსის სამი მგზავრი გადაურჩა.
მასალის გამოყენების პირობები