დღეს, გამთენიისას, ჰამბურგში, ამ დრომდე დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ გაზეთ Hamburger Morgenpost-ის რედაქციას, რომელმაც ფრანგული სატირული ჟურნალ Charlie Hebdo-ში გამოქვეყნებული კარიკატურების უმეტესი ნაწილი გამოაქვეყნა.
ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელთა განმარტებით, დაუდგენელმა პირებმა რედაქციის ფანჯარას ქვები და ცეცხლმოკიდებული საგნები ესროლეს. ცეცხლი მოედო ორ ოთახს, თუმცა ხანძრის ჩაქრობა მალევე მოხერხდა. ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
გასულ ოთხშაბათს პარიზში თავდასმა მოხდა ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე. დაიღუპა 12 ადამიანი დაშავდა 11.