ტერორისტ ამედი კულიბალის ოჯახი მის საქციელს გმობს. საგანგებო განცხადება ტერორისტის დედამ და დამ გვიან ღამით გააკეთეს. "ჩვენ ვგმობთ მის ქმედებას და არ ვიზიარებთ მის ექსტრემისტულ იდეებს. ის, რაც მან ჩაიდინა, არანაირ კავშირში არ არის ისლამTან,"-აცხადებენ კულიბალის ოჯახის წევრები. ამედი კულიბალი პარიზში პოლიციელი ქალის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი. ამის შემდეგ მან პარიზის სუპერმარკეტში მძევლად 20-მდე ადამიანი აიყვანა. მაRაზიაზე მიტანილი შტურმის შედეგაც ტერორისტი დაიღუპა, თუმცა მანამდე მან 4 მძევალი მოკლა.
მასალის გამოყენების პირობები