ბრიტანეთის დედაქალაქის მთავარ ღირშესანიშნაობებს დღეს საფრანგეთის დროშის ფერებში გაანათებენ. პარიზის ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსნოვნას პატივს ლონდონი ამ ფორმით მიაგებს. სამფერად განათდება ეროვნული გალერეა, ტრაფალგარის მოედნის Sადრევნები და ტაუერის ხიდი. "პარიზის ტრაგიკულ მოვლენებს გულგრილი არც ლონდონელები დაუტოვებია. ჩვენ თანაგრძნობას ვუცხადებთ ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენ შარლი ვართ,"-აცხადებს ლონდონის მერი ბორის ჯონსონი.
მასალის გამოყენების პირობები