რადიო "ეხო მოსკოვის" რედაქტორი ჩეჩნეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო პროკურატურას მიმართავს. ამის მიზეზი რამზან კადიროვის მუქარა გახდა. "ვფიქრომ, მსგავსი განცხადებები ცილისმწამებლურია და ისინი რადიოს რეპუტაციას ლახავს. ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში და არ ვარღვევთს კონსტიტუციასა და კანონს,"-აცხადებს ალექსეი ვენედიქტოვი.
"ეხო მასკვის" რედაქტორის წინააღმდეგ ზომების გატარებისკენ კადიროვმა რუსეთის ხელისუფლებას მას შემდეგ მოუწოდა, რაც რადიომ ჟურნალ "შარლი ებდოს" ოფისზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ სოციალური გამოკითხვა დაიწყო. კადიროვის თქმით, "სოციოლოგიური გამოკითხვა იმის შესახებ, უნდა იბეჭდებოდეს თუ არა პრესაში ანტიისლამური კარიკატურები, თავისთავად პროვოკაციულია, ვენედიქტოვი კი დიდი ხანია, მუსლიმანების მიმართ სიძულვილს თესავს."
ალექსეი ვენედიქტოვამდე ჩეჩნეთის ლიდერმა მუქარა მიხაილ ხოდორკოვსკის გაუგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები