პარიზში სპეცოპერაციების დასრულების შემდეგ საფრანგეთის მოსახლეობას სატელევიზიო ეთერით პრეზიდენტმა ოლანდმა მიმართა. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ტერორისტული საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს და თანამემამულეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა. ქაშერული პროდუქტების მაღაზიაზე თავდასხმას მან ანტისემიტისტური აქტი უწოდა. ოლანდმა ფრანგ სამართალდამცავებს გამოჩენილი სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა, დაღუპულთა ოჯახებს კი თანაგრძნობა გამოუცხადა.
მასალის გამოყენების პირობები