დამარტენსა და პორტ დე ვენსენის ტერაქტების შედეგად 3 ტერორისტია ლიკვიდირებული, ტერაქტებში ეჭვმიტანილი მეოთხე ჯიჰადისტი კი გაუჩინარდა. ხაიდ ბუმედიენი პარიზში პოლიციელი ქალის მკვლელობის თანამონაწილე იყო. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის პორტ დე ვენსენის სუპერმარკეტში მძევლების აყვანაშიც იღებდა მონაწილეობას, რაც ჯერჯერობით არ დასტურდება. ცნობილია, რომ ბუმედიენი სუპერმარკეტში ლიკვიდირებული ტერორისტის, კულიბალის მეგობარი და თანამზრახველი იყო.
მასალის გამოყენების პირობები