პორტ დე ვენსენიში სპეცოპერაციის დაწყებამდე ამედი კულიბალმა ინტერვიუს მიცემა მოაწყო. ტერორისტს ფრანგული ტელეარხის, BFMTV-ის ჟურნალისტი დაუკავშირდა. კულიბალიმ აღიარა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" დაჯგუფების წევრი იყო. ტერორისტს არც ის დაუმალავს, რომ ძმებ კუაშებს იცნობდა და ტერაქტის გეგმას მათთან ათანხმებდა. ტერორისტების კავშირს პარიზის პროკურატურაც ადასტურებს. უწყების განმარტებით, კულიბალი და მისი მეგობარი ქალი ხაით ბუმედიენი, რომელიც პოლიციელ ქალზე თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი, ძმებ კაუშებს ტელეფონით 500-ჯერ დაუკავშირდნენ.
მასალის გამოყენების პირობები