ტერორისტი ძმების, საიდ და შერიფ კუაშების ლიკვიდაციიდან 15 წუთში პოლიციამ შტურმი პარიზის 20-ე რაიონში მდებარე სუპერმარკეტზე მიიტანა, სადაც ტერორისტ ამედი კულიბალისს მძევლები ჰყავდა აყვანილი. ტერორისტი ქაშირებული პროდუქტების მაღაზიაში გუშინ შუადღისას შეიჭრეა. თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ტერორისტი ძმებ კუაშების გათავისუფლებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მძევლების მოკვლით იმუქრებოდა. კულიბალმა მუქარა აასრულა და 4 მძევალი მოკლა, რის შემდეგაც ის ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. პოლიციამ 15 მძევლის გადარჩენა შეძლი. ამედი კულიბალი პარიზში პოლიციელ ქალზე თავდასხმაშიც იყო ეჭვმიტანილი.
მასალის გამოყენების პირობები