გვიან საღამოს პარიზში მძევალთა დრამა დასრულდა. პოლიციამ ტიპოგრაფიის შენობაზე, სადაც ტერორორისტი ძმები შერიფ და საიდ კუაშები იყვნენ ბლოკირებულნი, შტურმი მიიტანა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტერორისტები შენობიდან გამოიჭრნენ და სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნეს. სპეცრაზმელებმა ისინი ადგილზევე მოკლეს. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძმეbს მძევლები ჰყავდათ აყვანილი, არ დადასტურა. საიდ და შერიფ კუაშები პარიზში ჟურნალ "შარლი ებდოს" ოფისზე თავდასხმასა და 12 ადამიანის მკვლელობაში იყვნენ ეჭვმიტანილები.
მასალის გამოყენების პირობები