საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა, ერს სიფხიზლისა და ერთიანობისკენ მოუწოდა.
„ საფრანგეთს ვერანაირი ზეწოლა ვერ გატეხავს და ფრანგი ხალხი არ უნდა გაიხლიჩოს", - განაცხადა ოლანდმა და აღნიშნა, რომ ბოლო დღეების მოვლენებში მონაწილე დამნაშავეებს, მუსულმანურ რელიგიასთან საერთო არ აქვთ.
„ფანატიკოსებს არაფერი აქვთ საერთო ისლამთან", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ოლანდმა ტელემიმართვაში პოლიციას ჩატარებული სპოცოპერაციებისთვის მადლობა გადაუხადა.