საფრანგეთში მძევალთა დრამა გრძელდება. ამჯერად შეიარაღებულმა პირებმა მძევლები მონპელიეში აიყვანეს. თავდამსხმელები ამ დროისათვის საიუველირო მაღაზიაში იმყოფებიან, რომელიც პოლიციის ალყაშია.
მათ სავარაუდოდ ერთი ან ორი ადამიანი ჰყავთ მძევლად აყვანილი. მძევლების აყვანის ფაქტი ცოტა ხნის წინ მონპელიეს მერმაც დაადასტურა.