დემარტენსა და პარიზში სპეცოპერაციები დასრულდა. პოლიციამ მძევლები უვნებლად გაათავისუფლა. სამივე ტერორისტი ლიკვიდირებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ალყაში მყოფი ძმები კაუშები, რომლებიც ჟურნალ "შარლი ებდოს" ოფისზე თავდასხმასა და 12 ადამიანის მკვლელობაში იყვნენ ეჭვმიტანილები, შენობიდან გამოვიდნენ და პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ადგილზე იქნენ ლიკვიდირებულნი.
იმავდროულად პოლიციამ შტურმი პარიზის მე-20 ოლქში მდებარე სუპერმარკეტზეც მიიტანა, რომელშიც ტერორისტს ოთხი მძევალი ჰყავდა აყვანილი. ტერორისტი სავარაუდოდ ლიკვიდირებულია. ვრცელდება
ვრცელდება ინფორმაცია 4 მძევლის დაღუპვის შესახებაც, რასაც ოფიციალური პარიზი ჯერჯერობით არ ადასტურებს.