პარიზის ჩრდილოეთში ანტიტერორისტული ოპერაცია დასკვნით ფაზაში გადავიდა. სპეცრაზმმა ტიპოგრაფიის შენობაზე, სადაც ტერორისტი ძმები კაუშები იმყოფებიან, სავარაუდოდ შტურმი უკვე მიიტანა.
სროლისა და აფეთქებების ხმა სპეცოპერაციის ზონაში რამდენიმე წუთის წინ ისმოდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.