პარიზის პოლიციამ ქაშერული პროდუქტების მაღაზიაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილთა ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, მაღაზიაში მძევლები ორმა ტერორისტმა, ფერადკანიანმა მამაკაცმა და ახალგაზრდა ქალმა აიყვანა. ხაიათ ბუმედიენსა და ამედი კულიბალის სავარაუდოდ 6-მდე ადამიანი ჰყავთ დატყვევებული. პოლიცია მათთან კონტაქტზე გასვლას ცდილობს. შემთხვევის ადგილზე საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრიც იმყოფება, რომელიც 2 ადამიანის დაღუპვის ფაქტს არ ადასტურებს.
მასალის გამოყენების პირობები