პარიზში მძევალთა დრამა გრძელდება. ქაშერული პროდუქტების მაღაზიაში ტერორისტს 6-მდე მძევალი ჰყავს აყვანილი. მათ შორის ქალები და ბავშვებიც არიან. სააგენტო "ფრანს პრესის" ინფორმაციით, სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა, რასაც ოფიციალური პარიზი ჯერჯერობით არ ადასტურებს. პარალელურად, პარიზის ჩრდილოეთით მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება. პოლიციას ძმები საიდ და შერიფ კაუშები ალყაში ჰყავთ მოქცეული. ჟურნალ "შარლი ებდოს" ოფისზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები დანებებას არ აპირებენ. მათ მძევლად სავარაუდოდ ერთი ადამიანი ჰყავთ აყვანილი.
მასალის გამოყენების პირობები