პარიზში კვლავ სროლის ხმა ისმის. თავდასხმა ამჯერად პარიზის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქაშერული საკვების მაღაზიაზე განხორციელდა. დაჭრილია ერთი ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი. თავდამსხმელი შესაძლოა ის ფერადკანიანი მამაკაცი იყოს, რომელმაც გუშინ დილით პარიზის შემოგარენში პოლიციელი ქალი მოკლა.
მასალის გამოყენების პირობები