პარიზის ჩრდილოეთით მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება. პოლიციას პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილი ძმები საიდ და შერიფ კაუშები ალყაში ჰყავს მოქცეული. ტერორისტები ტიპოგრაფიის შენობას აფარებენ თავს და სავარაუდოდ ერთი მძევალი ჰყავთ აყვანილი. ისინი დანებებას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ მოწამეობრივად სიკვდილისთვის მზად არიან. ჟურნალ "შარლი ებდოს" რედაქციას კაუშები თავს 2 დღის წინ დაესხნენ და 12 ადამიანი მოკლეს.
მასალის გამოყენების პირობები