ე.წ კანონიერი ქურდის ტარიელ ფოცხვერიას ადვოკატი თინათინ ნაკაშიძის სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართავს და მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვდრას ითხოვს.
თინათინ ნაკაშიძის განცხადებით ტარიელ ფოცხვერია 22 ოქტომბრიდან ონკოლოგიურ ცენტრში იმყოფება, თუმცა მისი ნახვის საშუალება ამ დრომდე არ მიეცა.
,, მე როგორც მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს არ მომეცა შესაძლებლობა მასთან შეხვედრის, ამეკრძალა ეს უფლება. შემიძლია კონკრეტულ გარემოებებზე, ფაქტებზე დაყრდნობით ვთქვა, რომ მსჯავრდებულ ტარიელ ფოცხვერიას მიმართ დისკრიმინაცია ხორციელდება", _განაცახდა ჟურნალისტებთან ადვოკატმა თინათინ ნაკაშიძემ.
შეგახსენებთ ტარიელ ფოცხვერიას ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო 8 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
მასალის გამოყენების პირობები