2015 წელი მადრიდის რეალისთვის წარუმატებლად დაიწყო. სამეფო კლუბმა ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო. ამჯერად ანჩელოტის შეგირდები ესპანეთის თასის 1/8 ფინალში მადროდის ატლეტიკოსთან დამარცხდნენ. რეალის კარი 57-ე წუთზე რაულ გარსიამ, 76-ე წუთზე კი ხოსე მარია ხიმენესმა დალაშქრა. გასულ კვირას ესპანეთისა და ჩემპიონთა ლიგის გასული წლის ჩემპიონმა გასვლითი შეხვედრა ვალენსიასთან 2:1 წააგო.
მასალის გამოყენების პირობები