დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადებით, მის წინააღმდეგ დევნას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს. როგორც უგულავამ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განმარტა ის, რაც შეთხზული ზღაპრით პროკურატურამ გააკეთა, საერთაშორისო სამართლის ენაზე არის სამართლით ვაჭრობა.
"თავს არ მივიჩნევ დამნაშავედ და მეტიც, ბრალს ვდებ პროკურატურას ფალსიფიკაციასა და გაყალბებაში. ამ ბრალის წარდგენის მიზეზი ჩემი დაპატიმრება და აღკვეთის ღონისძიება იყო. ის, რაც შეთხზული ზღაპრით პროკურატურამ გააკეთა, საერთაშორისო სამართლის ენაზე არის სამართლით ვაჭრობა," - განმარტა ყოფილმა მერმა.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება მარნეულის საარჩევნო კომისიაში მომხდარ ინციდენტს და "სითი პარკის" დოკუმენტაციის გაყალბების ბრალდებას. კერძოდ, უგულავას პროკურატურა უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და იძულებას ედავება. ასევე დედაქალაქის ყოფილ მერს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებული გიორგი ღონიაშვილი ყოფილი მერის ქვისლია.
მასალის გამოყენების პირობები