ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეაზე თავდასხმის გეგმა შეიმუშავა. ამის შესახებ გაზეთი JoongAng Daily იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ფხენიანის გეგმა სამხრეთ კორეის ოკუპაციას ერთ კვირაში ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში კი, თუ სეული წინააღმდეგობას გაწევს ან კონფლიქტში შეერთებული შტატები ჩაერევა, სამხრეთ კორეის ანექსიისთვის ჩრდილოეთ კორეას შესაძლოა 2 კვირა დასჭირდეს. ფხენიანის გეგმა საჭიროების შემთხვევაში ბირთვული იარაღის გამოყენებასაც ითვალისწინებს.