კიდევ ერთი თავდასხმა პარიზში. ცოტა ხნის წინ ქალაქის სამხრეთ გარეუბანში პოლიციელს ესროლეს, რის შედეგადაც ის მსუბუქად დაიჭრა. თავდამსხმელი ფერადკანიანი ახალგაზრდა აღმოჩნდა, რომელიც უკვე დააკავეს. ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია. პარიზის პოლიციის მტკიცებით, თავდასხმა გუშინდელ ტერაქტს არ უკავშირდება. მასშტაბური ტერორისტული აქტი ისლამისტებმა გუშინ ჟურნალ "შარლ ებდოზე" განახორციელეს, რასაც 12 ადამიანი შეეწირა.
მასალის გამოყენების პირობები