საფრანგეთის დედაქალაქში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. ხელისუფლების განკარგულებუთ, პარიზში არმიის დამატებითი ნაწილები შეიყვანეს.
სამხედრო შენაერთები მედია-ოფისებს, ეკლესიებს, ტრანსპორტსა და მასობრივი თავშეყრის სხვა ობიექტებს გაძლიერებულ რეჟიმში იცავენ. ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა.