ჟურნალ "შარლ ებდოს" ოფისზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები იდენტიფიცირებულნი არიან.
ორი მათგანის, საიდ და შერიფ კაუშების ფოტოები პოლიციამ უკვე გამოაქვეყნა. მესამე თავდამსხმელი 18 წლის ამიდ მურადია. სამივე მათგანი იემენის ჯიჰადისტური დაჯგუფების წევრია.
შერიფ კაუჩი ტერორისმის ბრალდებით 2008 წელსაც იყო გასამართლებული. მან პატიმრობაში წელიწადნახევარი გაატარა.