პარიზი ტერაქტის შედეგად დაღუპულებს გლოვობს. პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის განკარგულებით, საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ქვეყნის დედაქალაქში ტერორიზმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც 35 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
ტრაგედიის ადგილას დაღუპუთა ხსოვნას პატივი სანთლებითა და ყვავილებით მიაგეს. ჟურნალ "შარლ ებდოს" ოფისს ტერორისტები თავს გუშინ დილით დაესხნენ და 12 ადამიანი მოკლეს.