მასშტაბური ტერორისტული აქტი საფრანგეთში. რამდენიმე საათის წინ პარიზში თავს სატირისტული გაზეთის, Charlie Hebdo-ს ოფისს დაესხნენ. შენობაში შეჭრილმა ორმა შეიარაღებულმა მამაკაცმა 11 ადამიანი მოკლა. დაღუპულთა შორის 2 პოლიციელია. თავდამსხმელებმა გაქცევა შეძლეს. მოწმეთა ჩვენებით, ისინი "კალაშნიკოვის" ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულნი. გაზეთის რედაქციაზე თავდასხმა ადრეც რამდენჯერმე განხორციელდა. ამის მიზეზი გაზეთში გამოქვეყნებული მუსლიმი ლიდერების კარიკატურები გახდა.
მასალის გამოყენების პირობები