რაფაელ ნადალი დოჰას ტურნირს გამოეთიშა. მსოფლიო მესამე ჩოგანი 127-ე ადგილზე განთესილ მიხაელ ბერერთან 6:1, 3:6, 4:6 დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ ნადალმა განაცხადა, რომ ზომაზე მეტად ღელავდა. „ასეთი რამ ხშირად ხდება, როდესაც დიდი ხნის უთამაშებელი ხარ და სპორტული რიტმიდან ხარ ამოვარდნილი. დღეს ძალიან ვღელავდი, რადგანაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოგება ძალიან მინდოდა. ტრავმის შემდეგ ფორმაში ჩადგომა გარკვეულ დროს საჭიროებს,"-განაცხადა ნადალმა, რომელმაც ნოემბერში ბრმანაწლავის ოპერაცია გაიკეთა. მანამდე კი მან უიმბლდონის პირველობაზე მაჯის ტრავმა მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები