თურქეთის პოლიციამ თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობის დადგენა ჯერჯერობით ვერ შეძლო. მოწმეთა ჩვენებით, ტერაქტი ახალგაზრდა ქალმა განახორციელა, რომელსაც „ნიქაბი" ეცვა და აქცენტიანი ინგლისურით საუბრობდა. ის პოლიციის განყოფილებასთან მივიდა და სამართალდამცავებს უხსნიდა, რომ საფულე დაკარგა, შემდეგ კი თავი აიფეთქა. სტამბოლში განხორციელებულ ტერაქტს ერთი პოლიციელი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.