მართლმადედებელ რუსეთში შობის დღესასწაული აღნიშნეს. საშობაო ლოცვა მოსკოვის მთავარ საკათედრო ტაძარში პატრიარქმა კირილმა აღავლინა. ლიტურგიას პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მეუღლესთან ერთად ესწრებოდა.
რუსეთის პატრიარქმა თანამემამულეებს მხნეობა და გამძლეობა უსურვა. „ყველა ის პრობლემა, რომელიც რუსეთის მოსახლეობას დღეს აშფოთებს, გადალახვადია. ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მსოფლიო უკეთესი გახდეს,"-განაცხადა კირილმა.